1. პროექტის სახელწოდება: ბაღის ფრინველთა საათი -
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: 22 მაისს არის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე, აღინიშნება ბაღის ფრინველთა საათი;
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე სტანდარტებით შემეცნებითი სწავლება.
4. პროექტის მიზნები: საერთაშორისო თემატიკებთან ინტეგრირება, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ბუნებაში გასვლითი სასწავლო-ექსკურსიებით ურთიერთობებისა და ბუნებაში ქცევის წესების სწავლა.
5. მონაწილეთა ასაკი - 14-15 წელი (10 კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა ( 22 მაისს რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე გასვლა და ვიდეო-ჩანაწერების კეთება, ფრინველთა ხმები; წინ ერთი კვირა ტეორიული ცოდნით აღჭურვა, ინფორმაციის მოძიება და სურათებით გაცნობა, მომდევნო ერთი კვირა, ჩაწერილი მასალის გერთიანება, დამონტაჟება და "ეკოვიზიის" კონკურსზე ვიდეოს გაგზავნა)
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ურთიერთთანამშრომლობის უნარების განვითარება, ეკოლოგიურ პრობლემებზე კონცენტრირება. შემდეგ, შესაძლო პრიზები კონკურსის შედეგად.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო-კამერა, კომპიუტერი, პრინტერი, ფურცლები, პროექტორი, ინეტრნეტ-სივრცე, ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეები აქტიურად იწყებენ ინფორმაციის მოძიებას 22 მაისის შესახებ;
2. შეარჩევენ რომელიმე დაცულ ტერიტორიას ექსკურსიისთვის (მაგ. თბილისის ეროვნული პარკი);
3. ამ კონკრეტული ტერიტორიისათვის დამახასიათებელ ფრინველთა სახეობებს მოიძიებენ და მათ სურათებს ამობეჭდავენ, პატარა ინფორმაციითურთ;
4. მოამზადებენ თეორიულ პრეზენტაციას ბაღის ფრინველთა შესახებ;
5. ბუნებაში გასვლა - 22 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ჯგუფებად დაყოფა, სხვადასხვა მიმართულებით გასვლა, ფრინველთა ამოცნობა, გადაღება და მათი ხმების ჩაწერა.
6. ამ მასალის დამონტაჟება და კლიპის დამზადება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი: ბუნებისმეტყველება (დაცული ტერიტორიების შესახებ)
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ნინო პოპიაშვილი
12. ხელმძღანელის ელ-ფოსტა - ninpopiashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - ninopopiashvilipirveli.blogspot.com
No comments:
Post a Comment